​​

Press Release : | Русский, English, Français

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი, ფატუ ბენსუდა, თხოვნით მიმართავს მოსამართლეებს გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით

ICC-OTP-20151013-PR1159

​ICC-OTP-20151013-PR1159

Audio and Video


დღეს,სისხლის სამართლის საერთაშორისო  სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ თხოვნით მიმართა მოსამართლეებს, ნება დართონ პროკურორის ოფისს დაიწყოს გამოძიება 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდო ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. ამ მიზნით პროკურორმა ითხოვა საქართველოში 2008 წლის 1 ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება.

2008 წლის აგვისტოდან,  მას შემდეგ რაც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონსა და საქართველოს შორის შეიარაღებულიშეტაკებები, რომელშიც ასევე რუსეთის ფედერაცია იყო ჩართული, გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში, პროკურორის ოფისიჩაერთო საქართველოს საქმის წინასწარ შესწავლაში.

პროკურორი თვლის,  რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვირწმუნოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა სავარაუდო ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმები.

პროკურორის ოფისში არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ და რუსეთისშეიარაღებული ძალების რამდენიმე წევრის შესაძლო მონაწილეობით მოსახლეობის იძულებით გადაადგილების შედეგად 51-დან113-მდე ეთნიკური ქართველი სამოქალაქო პირი დაიღუპა. აღნიშნული კამპანიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა ის,რომ 13.400-დან 18.500-მდე ეთნიკური ქართველი იძულებით იქნა გადაადგილებული და 5.000-ზე მეტი ქართველის კუთვნილისაცხოვრებელი განადგურდა. არსებული ინფორმაციის საფუძველზე  პროკურორის ოფისი მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნულ და სხვასამართლდარღვევებს, როგორიცაა მოროდიორობა და სამოქალაქო მოსახლეობის ქონების მასიურად განადგურებაფართომასშტაბიანი ხასიათი ჰქონდა და წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების განდევნის  გეგმის ნაწილს. შედეგად, პროკურორის შეფასებით ეთნიკური ქართველი მოსახლეობის რაოდენობა კონფლიქტის ზონაში შემცირდა მინიმუმ 75პროცენტით.

პროკურორს აგრეთვე გააჩნია გონივრული საფუძველი, რათა ირწმუნოს, რომ როგორც სამხრეთ  ოსეთის,  ასევე ქართულმაშეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები, რაც გამოიხატა მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებზე და მათობიექტებზე თავდასხმაში.  გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ქართველების სამშვიდობო ობიექტები მრავალჯერ მძიმედიქნა დაცხრილული სამხრეთ ოსეთის სამხედრო პოზიციებიდან, რის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი ქართველიმშვიდობისმყოფელი. სხვა ინციდენტის დროს კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ძალების თავდასხმისშედეგად 10 რუსი მშვიდობისმყოფელი იქნა მოკლული და 30 დაჭრილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსიმშვიდობისმყოფელების ბაზა და მასში არსებული სამედიცინო დაწესებულება განადგურებულ იქნა.

ბოლო პერიოდამდე, რუსეთის და საქართველოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები აწარმოებდნენ გამოძიებას ამდანაშაულების ჩადენაში ყველაზე მეტად პასუხისმგებელი პირების მიმართ. თუმცა, მოგვიანებით სამართალწარმოებასაქართველოში შეფერხდა. იმის გამო, რომ არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ გამოძიება კვლავ განახლდება ეროვნულ დონეზე დაასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე სხვა სახელმწიფოში არ მიმდინარეობს გამოძიება, და აგრეთვე, საქართველოსსახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე, პროკურორი მიიჩნევს, რომ  ეთნიკური ქართველების იძულებით გადაადგილების საქმე,დასაშვები იქნება პროკურორის ოფისისთვის გამოძიების ჩასატარებლად.  მშვიდობისმყოფელებზე და მათ ობიექტებზე განზრახთავდასხმის შემთხვევები ამ ეტაპზე ნაწილობრივ იქნება დასაშვები გამოძიების ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში მიმდინარეგამოძიების გათვალისწინებით.

მეტიც, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმის და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით, არ არსებობს გონივრულისაფუძველი ვიფიქროთ, რომ გამოძიების დაწყება არ წაადგება მართლმსაჯულების ინტერესებს. აღნიშნულ დანაშაულთა შედეგადდაზარალებული პირები კვლავ  ითხოვენ  სამართლიანობის აღდგენას.

დღეს ქალბატონმა პროკურორმა თხოვნით მიმართა სასამართლო პალატას.  სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით პროკურორმააცნობა აღნიშნული დანაშაულების შედეგად დაზარალებულ პირებს თუ მათ კანონიერ წარმომადგენლებს, რომ მათ აქვთშესაძლებლობა 30 დღის ვადაში მიმართონ წინასასამართლო პალატას.

იმ შემთხვევაში, თუ  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები მისცემენ ნებართვას გამოძიებისსაწარმოებლად, პროკურორი დაიწყებს საქართველოში კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას.პროკურორის ოფისი გამოძიებას ჩაატარებს ობიექტურად და მიუკერძოებლად.

პროკურორის ოფისის მიერ  გამოძიების პროცესში შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე პროკურორმა შესაძლოა შუამდგომლობით  მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ მათ დაიბარონ სასამართლოში ან გასცენ დაპატიმრების ბრძანება საქართველოში სავარაუდო სასტიკი დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ, ვინც არ უნდა იყვნენ აღნიშნული პირები.

ბექგრაუნდი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC)  პროკურორის ოფისი უფლებამოსილია აწარმოოს  გენოციდის, ადამიანურობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულების დამოუკიდებელი და ობიექტური წინასწარი შესწავლა, გამოძიება დასისხლისსამართლებრივი დევნა.  პროკურორის ოფისმა დაიწყო ცხრა სიტუაციის გამოძიება: უგანდა, კონგოს დემოკრატიულირესპუბლიკა, დარფური (სუდანი), ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (ორი სიტუაცია), კენია, ლიბია, კოტ დივუარი  და  მალი.ოფისი აგრეთვე აწარმოებს სიტუაციების წინასწარ შესწავლას და ანალიზს ავღანეთში, კოლუმბიაში, გინეაში, ჰონდურასში, ერაყში/დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, პალესტინაში და უკრაინაში. 

პროკურორის შუამდგომლობა, მე-15 მუხლის თანახმად,  გამოძიების დაწყებაზე ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით (სრულივერსია)

მე-15 მუხლის თანახმად,  გამოძიების დაწყებაზე ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით პროკურორის შუამდგომლობის მოკლეშინაარსი

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის საჯარო მიმართვა 2008 წლის აგვისტოში საქართველოშიმომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში ჩადენილ დანაშაულთა შედეგად დაზარალებულ პირებს

წყარო: პროკურორის ოფისი

Source : Office of the Prosecutor