Press Release: 24 January 2019 |

ICC and Government of Georgia conclude Agreement on the Enforcement of Sentences

ICC-CPI-20190124-PR1432
Image
Minister of Justice of Georgia H.E. Ms Tea Tsulukiani and ICC First Vice-President Judge Robert Fremr signing an Agreement on the Enforcement of Sentences on 24 January 2019 ©ICC-CPI

The International Criminal Court ("ICC" or "Court") and the Government of Georgia have concluded an Agreement on the Enforcement of Sentences. Under the agreement, persons convicted by the ICC may serve their sentence of imprisonment in Georgia if so decided by the Court and accepted by the Government of Georgia.

On 24 January 2019, Judge Robert Fremr, First Vice-President of the Court, and H.E. Ms Tea Tsulukiani, Minister of Justice of Georgia, signed the agreement at the Court's premises.

The Rome Statute provides that sentences of imprisonment imposed by the ICC "shall be served in a State designated by the Court from a list of States which have indicated to the Court their willingness to accept sentenced persons".

Welcoming the Government of Georgia's commitment and support for the Court in signing the Agreement, First Vice-President Fremr stated: "The active support of the States Parties is a fundamental precondition for the Court's ability to carry out its mandate. In addition to obligatory cooperation under the Rome Statute, it is essential that all States Parties consider which forms of voluntary cooperation they may be able to offer to the Court".

H.E. Ms Tea Tsulukiani, Minister of Justice of Georgia said that: "The signing of the Agreement on Enforcement of Sentences is clear manifestation of Georgia's commitment to strengthen the ICC as a legal institution, by contributing to enforcing international justice. This agreement creates necessary legal infrastructure to place the ICC sentenced persons in the Georgian prisons and the Georgian penitentiary system would join the limited number of those designated by ICC for enforcing sentences as being of high standards. "

Similar agreements on the enforcement of sentences are currently in force between the ICC and the governments of Argentina, Austria, Belgium, Denmark, Finland, Mali, Norway, Serbia, Sweden and the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland.


For further information, please contact Fadi El Abdallah, Spokesperson and Head of Public Affairs Unit, International Criminal Court, by telephone at: +31 (0)70 515-9152 or +31 (0)6 46448938 or by e-mail at: [email protected]

You can also follow the Court's activities on TwitterFacebookTumblrYouTube, Instagram and Flickr

2019 წლის 24 იანვარს სასამართლოს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, მოსამართლე რობერტ ფრემრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, შეთანხმებას სასამართლოს შენობაში მოაწერეს ხელი ©ICC-CPI

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა ("სასამართლო") და საქართველოს მთავრობას შორის დაიდო შეთანხმება განაჩენთა აღსრულების შესახებ. შეთანხმების თანახმად, სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ პირებს შეუძლიათ,  საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი საქართველოში მოიხადონ, თუ ამის თაობაზე სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. 

2019 წლის 24 იანვარს სასამართლოს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, მოსამართლე რობერტ ფრემრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა,  შეთანხმებას სასამართლოს შენობაში მოაწერეს ხელი.  

რომის სტატუტის თანახმად, მსჯავრდებული პირი სასამართლოს მიერ „თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელს იმ სახელმწიფოში მოიხდის, რომელსაც სასამართლო შეარჩევს იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალიდან, რომლებმაც სასამართლოს მსჯავრდებული პირის მიღებაზე მზადყოფნის შესახებ აცნობეს". 

სასამართლოს პირველი ვიცე პრეზიდენტი, რობერტ ფრემრი, მიესალმა საქართველოს მთავრობის მზადყოფნასა და მხარდაჭერას შეთანხმების ხელმოწერის საკითხზე და     აღნიშნა, რომ „მონაწილე ქვეყნების აქტიური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ სასამართლომ შეძლოს საკუთარი მანდატის  განხორციელება. რომის სტატუტით გათვალისწინებული სავალდებულო თანამშრომლობის გარდა, აუცილებელია ყველა მონაწილე სახელმწიფომ სასამართლოსთან  ნებაყოფლობითი თანამშრომლობის ფორმებიც გამოძებნოს".

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ქ-ნმა თეა წულუკიანმა, აღნიშნა: "სასჯელების აღსრულების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა საქართველოს მხრიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაძლიერებისა და საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულებაში წვლილის შეტანის მკაფიო დადასტურებაა. ეს შეთანხმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირების საქართველოს ციხეებში განთავსების სამართლებრივ საფუძველს ქმნის და ამით საქართველოს პენიტენციური სისტემა შეურთდება იმ მცირე სახელმწიფოების სისტემებს, რომელთა მაღალი სტანდარტი აღიარებულია ჰააგის სასამართლოს მიერ".

ამჟამად მსგავსი შეთანხმებები განაჩენთა აღსრულების შესახებ უკვე მოქმედებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და არგენტინის, ავსტრიის, ბელგიის, დანიის, ფინეთის, მალის, ნორვეგიის, სერბეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის  გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს შორის.


დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსპიკერსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს ფადი ელ აბდალას,  შემდეგ ტელეფონზე: +31 (0)70 515-9152, ან +31 (0)6 46448938, ან ელ-ფოსტაზე: [email protected]  

თქვენ ასევე შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ სასამართლოს საქმიანობას შემდეგი ვებგვერდების საშუალებით: TwitterFacebookTumblrYouTube, InstagramFlickr.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმება განაჩენთა აღსრულების შესახებ