Press Release: 27 July 2017 |

ICC signs cooperation agreement with Government of Georgia

ICC-CPI-20170727-PR1327
Image

On 25 July 2017, the Registrar of the International Criminal Court (ICC) Mr Herman von Hebel, on behalf of the Court, visited Tbilisi and signed an agreement with the Government of Georgia, to facilitate the Court's activities and ongoing investigations in the country.

"This agreement will facilitate the expeditious fulfilment of the ICC's mandate within the territory of Georgia, said ICC Registrar von Hebel at the signature Ceremony. "This is a common goal for all of us: to bring justice to the victims of the 2008 conflict," he added.

This agreement builds on the legal obligations of Georgia as a State party to the ICC Rome Statute since 2003 and the Agreement on Privileges and Immunities. It offers a clear channel of communications between the Government and the ICC for purposes of assistance and notification as well as cooperation, including on measures required for the security of the persons interacting with the ICC.

During his visit, the Registrar also held a meeting with different actors of the civil society focused on raising awareness and making ICC proceedings accessible to the general public and the communities affected by the 2008 conflict.

Background: On 27 January 2016, ICC Pre-Trial Chamber I authorised the Prosecutor to proceed with an investigation for the crimes within the ICC jurisdiction, allegedly committed in and around South Ossetia, Georgia, between 1 July and 10 October 2008. On 13 October 2015, the ICC Prosecutor submitted her "Request for authorisation of an investigation pursuant to article 15" of the Rome Statute, asking for authorization from Pre-Trial Chamber I to proceed with an investigation into the situation in Georgia, for war crimes and crimes against humanity allegedly committed in and around South Ossetia in 2008. On 4 December 2015, the Chamber received the representations by or on behalf of 6,335 victims on this matter.


For further information, please contact Fadi El Abdallah, Spokesperson/Head, Public Affairs Unit, International Criminal Court, by telephone at: +31 (0)70 515-9152 or 31 (0)6 46448938 or by e-mail at: [email protected]

You can also follow the Court's activities on Twitter, Facebook, Tumblr, YouTube and Flickr

2017 წლის 25 ივლისს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს („სასამართლო") მდივანი, ბატონი ჰერმან ფონ ჰებელი, სასამართლოს სახელით თბილისს ეწვია და ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან. შეთანხმების მიზანია ქვეყანაში სასამართლოს საქმიანობისა და სასამართლოს მიერ წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების ხელშეწყობა. 

„წინამდებარე შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე  სასამართლოს მანდატის ოპერატიულ განხორციელებას," განაცხადა მდივანმა ფონ ჰებელმა ხელმოწერის ცერემონიალზე. „ყველა ჩვენთაგანის საერთო მიზანია, ვუზრუნველყოთ სამართლიანობის აღდგენა 2008 წლის კონფლიქტში დაზარალებულთათვის," დასძინა მან.

აღნიშნული შეთანხმება ეფუძნება საქართველოს, როგორც 2003 წლიდან სასამართლოს რომის სტატუსის წევრი სახელმწიფოს სამართლებრივ ვალდებულებებს, ასევე სასამართლოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ შეთანხმებას. იგი წარმოადგენს საქართველოს მთავრობასა და სასამართლოს შორის მკაფიოდ განსაზღვრულ კომუნიკაციის საშუალებას, როგორც დახმარებისა და შეტყობინებისთვის, ასევე თანამშრომლობის მიზნებისთვის, მათ შორის, უსაფრთხოების იმ ზომებთან მიმართებაშიც, რომელთა მიღებაც საჭიროა იმ პირთათვის, რომლებიც ურთიერთობენ სასამართლოსთან.

ვიზიტის ფარგლებში, მდივანმა ასევე შეხვედრები გამართა სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან იმ მიზნით, რომ მოხდეს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა და სასამართლოს სამართალწარმოება ხელმისაწვდომი გახდეს  ფართო საზოგადოებისა და 2008 წლის კონფლიქტის დროს დაზარალებული თემებისთვის.

მოკლე წინაისტორია: 2016 წლის 27 იანვარს, სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ პროკურორს ნება დართო, დაეწყო გამოძიება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობას დაქვემდებარებულ დანაშაულებზე, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილ იქნა საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე. 2015 წლის 13 ოქტომბერს, სასამართლოს პროკურორმა, რომის სტატუტის მე-15 მუხლის საფუძველზე, პირველი წინასასამართლო პალატისგან ითხოვა ნებართვა, დაეწყო საქართველოს სიტუაციის გამოძიება, კერძოდ, იმ ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, ჩადენილ იქნა სამხრეთ ოსეთსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 2008 წელს. 2015 წლის 4 დეკემბერს, პალატამ ამ საკითხთან დაკავშირებით დაზარალებულების მიერ და ასევე მათი სახელით წარდგენილი, საერთო რაოდენობით 6,335 განცხადება მიიღო.


დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით ფადი ელ აბდალას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენელს/ხელმძღვანელს, ტელეფონის ნომერზე +31 (0)70 515-9152, ან +31 (0)6 46448938, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: [email protected]

სასამართლოს საქმიანობას ასევე შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ Twitter, Facebook, Tumblr, YouTube და Flickr-ზე

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს