​​

Statement : | Русский, English, Français

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადება საქართველოს საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

​Video for viewing: YouTube
Video for download
Audio for download


ღეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ("ICC") პროკურორის ოფისს ("ოფისი") პირველი წინასასამართლო პალატის ("PTC")მოსამართლეების მიერ მიენიჭა უფლებამოსილება, რომ დაიწყოს იმ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება, რომლებიც ჩადენილიქნა საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის 1 ივლისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე.   

2015 წლის 13 ოქტომბერს ოფისმა თხოვნით მიმართა წინასასამართლო პალატას გამოძიების დაწყებაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე.აღნიშნულს წინ უძღოდა პროკურორის ოფისის მიერ 2008 წლის აგვისტოდან საქართველოში არსებული სიტუაციის წინასწარი შესწავლა, რისშედეგადაც ოფისმა მოიძია ინფორმაცია იმ შესაძლო დანაშაულების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილი იქნა შეიარაღებულ კონფლიქტშიმონაწილე სამივე მხარის -  საქართველოს შეიარაღებული ძალების, სამხრეთ ოსეთის ძალების და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. 

პროკურორის მოთხოვნა მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ეროვნული გამოძიების მსვლელობის ტემპით და საბოლოო ჯამში კი - მისიარარსებობით. რომის სტატუტის კომპლიმენტარობის პრინციპიდან გამომდინარე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს არ შეუძლიაამა თუ იმ საქმეზე გამოძიების დაწყება, თუ სახელმწიფო ორგანოები უკვე აწარმოებენ (ანაწარმოეს) გამოძიება ამავე საქმესთან დაკავშირებით.უკანასკნელ პერიოდამდე როგორც საქართველო, ისე რუსეთის კომპეტენტური ორგანოები, აწარმოებდნენ გამოძიებას იმ პირების მიმართ,რომელთაც ყველაზე მეტი ბრალი მიუძღვით მითითებულ დანაშაულთა ჩადენაში. მიუხედავად თანმდევი სირთულეებისა და გაჭიანურებისა,შიდასახელმწიფოებრივ დონეზე გამოძიება წინ მიიწევდა. თუმცა გასული წლის მარტში საქართველოში მიმდინარე გამოძიება გაურკვეველიდროით შეჩერდა. პროკურორის ოფისი აგრძელებს რუსეთის მიერ წარმოებული გამოძიების მონიტორინგს, რაც ოფისის ინფორმაცით კვლავმიმდინარეობს.  

როგორც პალატამ განაცხადა, წინასასამართლო პალატის მიერ ამ ეტაპზე გაკეთებული დასკვნები წარმოადგენს წინასწარ დასკვნებს, რაც საჭიროაიმის დასადგენად რამდენად მიზანშეწონილია გამოძიების დაწყება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში არ არის საუბარი კონკრეტული პირებისბრალეულობის თუ უდანაშაულობის შესახებ. მხოლოდ მას შემდეგ და იმ შემთხვევაში, რაც შეგროვებული მტკიცებულებები მოგვცემსსაფუძველს, ვივარაუდოთ,  მივალთ დასკვნამდე, რომ არსებობს ვირწმუნოთ, რომ ესა თუ ის პირი პასუხისმგებელია სასამართლოსიურისდიქციაში შემავალი დანაშაულების ჩადენაში, თხოვნით მივმართავ მოსამართლეებს, დაპატიმრების ან სასამართლოში გამოძახებისბრძანების გაცემის შესახებ.

ოფისის გამომძიებლები შეაგროვებენ საჭირო მტკიცებულებებს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად სხვადასხვა წყაროებიდან. გამოძიებაგაგრძელდება იმ ვადით, რაც იქნება აუცილებელი საჭირო მტკიცებულებების შესაგროვებლად.  

ოფისს იმედი აქვს  გამოძიების პროცესში ყველა მხარის სრული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისა.

წყარო: პროკურორის ოფისი | [email protected]

Source : Office of the Prosecutor